- პროექტის სახელი: "ქართველი მათემატიკოსები"
- პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა მოიძიონ ბიოგრაფიული ცნობები ქართველ მათემატიკოსებზე და გაეცნონ მათ როლს მათემატიკის განვითარებაში.
- პროექტის სრული აღწერა: კლასი დაყოფილია ოთხ ჯგუფად. თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა თითო ქართველი მათემატიკოსი. ასევე წარმოადგინეს ფოტო მასალა და გამოაქვეყნეს კედლის გაზეთი.
- ნიკო მუსხელიშვილი (1891–1976)– საქართველოს მეცნიერთა აკადემიის ერთ–ერთი დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი. ძირითადი შრომები აქვს სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებებზე, მათემატიკურ ფიზიკასა და დრეკადობის თეორიაში.
- ილია ვეკუა (1907–1977) – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. კერძო წარმოებულიან დიფერენციალური განტოლებებისათვის დაამუშავა ამოხსნათა ზოგადი წარმოდგენების თეორია და შესაძლებელი გახდა მისი გამოყენება სასაზღვრო ამოცანების შესასწავლად.
- ანდრია რაზმაძე (1889–1929) – მან პირველმა შეადგინა და გამოსცა მათემატიკის სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე. შექმნა ამ დარგის ტერმინოლოგია. მისი აქტიური მოღვაწეობით საქართველო მათემატიკოსთა საერთაშორისო კავშირის წევრი გახდა.
- გიორგი ნიკოლაძე (1888–1931) – შექმნა თეორია ალგებრული წირების ალგებრული სისტემების შესახებ, შექმნა პირველი სახელმძღვანელოები "ანალიზურ გეომეტრიასა" და "დიფერენციალურ გეომეტრიაში". ავტორია ორიგინალური კონსტრუქციის გამომთვლელი მანქანის პროექტისა, რამაც თავის დროზე დიდი მოწონება დაიმსახურა.
4. მონაწილეთა ასაკი: მე–10 კლასის მოსწავლეები.
5. ვადები/ხანგრძლივობა: ორი თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში : მოვიძიებთ ინფორმაციებს ბიბლიოთეკებში, არქივში და ინტერნატში. მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე გავმართავთ დისკუსიებს, მოვაწყობთ კედლის გაზეთის პრეზენტაციას.
7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: შეძენილი ცოდნის საფუძველზე გამოიმუშავებენ კონკრეტული კვლევის, ანალიზისა და დასკვნის გამოტანის, პრეზენტაციის უნარ–ჩვევებს.
8.სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან ქართველ მათემატიკოსებს.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არ ღებულობენ მონაწილეობას
11. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს ისტ–ში.
12. პროექტის ფასილიტატორი: ნათია კვარაცხელია
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: natiamasi@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი: http://natiamasi.blogspot.com/
Комментариев нет:
Отправить комментарий