четверг, 17 декабря 2009 г.

  1. პროექტის სახელი: "ქართველი მათემატიკოსები"
  2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა მოიძიონ ბიოგრაფიული ცნობები ქართველ მათემატიკოსებზე და გაეცნონ მათ როლს მათემატიკის განვითარებაში.
  3. პროექტის სრული აღწერა: კლასი დაყოფილია ოთხ ჯგუფად. თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა თითო ქართველი მათემატიკოსი. ასევე წარმოადგინეს ფოტო მასალა და გამოაქვეყნეს კედლის გაზეთი.
  • ნიკო მუსხელიშვილი (1891–1976)– საქართველოს მეცნიერთა აკადემიის ერთ–ერთი დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი. ძირითადი შრომები აქვს სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებებზე, მათემატიკურ ფიზიკასა და დრეკადობის თეორიაში.
  • ილია ვეკუა (1907–1977) – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. კერძო წარმოებულიან დიფერენციალური განტოლებებისათვის დაამუშავა ამოხსნათა ზოგადი წარმოდგენების თეორია და შესაძლებელი გახდა მისი გამოყენება სასაზღვრო ამოცანების შესასწავლად.
  • ანდრია რაზმაძე (1889–1929) – მან პირველმა შეადგინა და გამოსცა მათემატიკის სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე. შექმნა ამ დარგის ტერმინოლოგია. მისი აქტიური მოღვაწეობით საქართველო მათემატიკოსთა საერთაშორისო კავშირის წევრი გახდა.
  • გიორგი ნიკოლაძე (1888–1931) – შექმნა თეორია ალგებრული წირების ალგებრული სისტემების შესახებ, შექმნა პირველი სახელმძღვანელოები "ანალიზურ გეომეტრიასა" და "დიფერენციალურ გეომეტრიაში". ავტორია ორიგინალური კონსტრუქციის გამომთვლელი მანქანის პროექტისა, რამაც თავის დროზე დიდი მოწონება დაიმსახურა.

4. მონაწილეთა ასაკი: მე–10 კლასის მოსწავლეები.

5. ვადები/ხანგრძლივობა: ორი თვე.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში : მოვიძიებთ ინფორმაციებს ბიბლიოთეკებში, არქივში და ინტერნატში. მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე გავმართავთ დისკუსიებს, მოვაწყობთ კედლის გაზეთის პრეზენტაციას.

7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: შეძენილი ცოდნის საფუძველზე გამოიმუშავებენ კონკრეტული კვლევის, ანალიზისა და დასკვნის გამოტანის, პრეზენტაციის უნარ–ჩვევებს.

8.სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან ქართველ მათემატიკოსებს.

9. სამუშაო ენა: ქართული

10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არ ღებულობენ მონაწილეობას

11. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს ისტ–ში.

12. პროექტის ფასილიტატორი: ნათია კვარაცხელია

13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: natiamasi@gmail.com

14. პროექტის ფორუმი:

15. პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი: http://natiamasi.blogspot.com/